რეზონანსი
22.09.2026

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში მსჯავრდებული დავით მიქაძე დაკავებული არ არის. ამის შესახებ მსჯავრდებულის, ძებნაში მყოფი მიქაძის ადვოკატმა, შორენა მიქაბაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას დავით მიქაძესთან ჰქონდა კომუნიკაცია და დასძენს, რომ დავით მიქაძე დაკავებული არ არის და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ადვოკატის განცხადებით, არათუ დაკავებას, ინციდენტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.

როგორც ცნობილია, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×