რეზონანსი
22.09.2026

კახეთში აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული. მათი თქმით, ვენახის მოვლისთვის, შხამქიმიკატების, მუშახელის დაქირავებისა და ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი ბევრად აღემატება ყურძნის ფასს, აქედან გამომდინარე მათი თქმით, მათთვის მიუღებელია ნაკლებ შაქრიანი ყურძნის ფასი, რომელიც კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

ამასთანავე სამთავრობო დადგენილების შეცვლას ითხოვენ, რომლითაც ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები განისაზღვრა. მევენახეები ამბობენ, რომ კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი ერთი ლარიდან უნდა იწყებოდეს.

ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×