რეზონანსი
20.09.2026

„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს" უწოდებს.

ის აცხადებს, რომ ოჯახში „ჯუჯების" არსებობა უმრავლესობას წყევლად მიაჩნია.

„კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად, ჯუჯა ბავშვის ყოლა არაა საშინელება", - წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში.

ცნობისათვის, დარინა მიქელაძემ მანამდე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ დაწერა: „მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონით ვაფინანსებთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×