რეზონანსი
21.06.2024

რეს­ტო­რან "ქვევრში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე, პო­ლი­ტი­კო­სი ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ჩან­და, რომ ობი­ექ­ტზე შე­სულ მე­ლი­ას, დი­რექ­ტორ­მა ლაშა ბას­ლან­ძემ იქა­უ­რო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. რა მოხ­და რეს­ტო­რან­ში ამის შე­სა­ხებ ორი­ვე მხა­რე სტა­ტუ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­უბ­რობს.

ნიკა მე­ლია:

"მინ­და მო­გიყ­ვეთ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ეს­მით "ქო­ცებს" არა მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­მედ სა­ერ­თოდ სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა და სა­ერ­თოდ ქარ­თვე­ლო­ბა.

ამ­ბა­ვი იმით და­ი­წყო, რომ ძა­ლი­ან კარგ ქარ­თველს შე­ე­ძი­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი. და­გეგ­მა ძე­ო­ბა, ორი დღით ადრე და­უ­ჯავ­შნია რეს­ტო­რა­ნი, დამ­პა­ტი­ჟა.

და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე მცი­რე ხნით მის­ვლა. მი­ვე­დი და ეს რეს­ტო­რა­ნი, "ქვევ­რი", აღ­მოჩ­ნდა "ოც­ნე­ბის" კა­რის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და ამა­ვე დროს პოს­ტი­ვის თა­ნამ­შრომ­ლის - ვინ­მე ლაშა ბას­ლან­ძის. რო­გორც გა­ირ­კვა, "ქვევ­რის" პატ­რო­ნი ქვევ­რი­ვი­თაა - რა­საც "ოც­ნე­ბა" ჩას­ძა­ხებს, იმას ამოგ­ძა­ხებს.

ზუს­ტად ასე ამომ­ძა­ხა ძე­ო­ბა­ზე მი­სულს - ათ­კა­ცი­ა­ნი დაც­ვით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი კარ­თან დამ­ხვდა სა­მარ­ცხვი­ნოდ, გო­ი­მუ­რად და არა­კა­ცუ­რად - არ შე­მოხ­ვი­დეო.

სუფ­რამ­დე არც მივ­სულ­ვარ, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ის რომ მთელ­მა სუფ­რამ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხის­გან შედ­გე­ბო­და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა რეს­ტო­რა­ნი.

ასე­თია "ქო­ცუ­რი" გა­გე­ბით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ოჯა­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა. მათ­თვის სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა მხო­ლოდ პოზ­ნე­რის­თვის გა­წე­ლი­ლი ელარ­ჯი და პარ­ლა­მენ­ტის სკამ­ში ჩამ­ჯდა­რი გავ­რი­ლო­ვია.

მად­ლო­ბა ღმერ­თს ექი­მი არაა, თო­რემ წარ­მო­მიდ­გე­ნია რამ­დენს გა­წი­რავ­და სა­სიკ­ვდი­ლოდ".

ლაშა ბას­ლან­ძე წერს, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მხრი­დან ხში­რად იყო შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბი. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ პო­ლი­ტი­კო­სის­თვის რეს­ტო­რან­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

"ბოლო 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ უსამ­შობ­ლო­ე­ბის­გან მომ­რავ­ლე­ბუ­ლია "შე­ვიწ­რო­ე­ბის", "დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნის" შემ­თხვე­ვე­ბი - ღია ცის ქვეშ, პარკში, თე­ატ­რში, შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და ა.შ.

ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (ალა ლუ­სულ კა­ნონს ვინც ყვი­რის და ბო­ი­კოტ­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი რო­მაა "ქვევ­რი" მის­თვის) მო­დის ჩემს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩემს რეს­ტო­რან­ში და თვი­თონ­ვე მე­უბ­ნე­ბა, რომ იცის ვინც ვარ და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ცაა იქ, რაც ჩემ­თვის პი­რა­დად ორ­მა­გი სტან­დარ­ტის ამ­ბა­ვია - ისე­დაც საკ­მა­ოდ დიდი პრობ­ლე­მა არამ­ხო­ლოდ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც.

ერთი ის იცო­დეს ყვე­ლამ, "ქვევ­რი", რო­მე­ლიც არის ქარ­თუ­ლი, ოჯა­ხუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი არა­სო­დეს არ უმას­პინ­ძლებს ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს, ვი­საც რო­გორ გინ­დათ ისე შე­ხე­დეთ ამ ჩემს სი­ტყვებს.

პრინ­ცი­პუ­ლო­ბა ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო თვი­სე­ბაა ადა­მი­ა­ნის­თვის - ნა­თე­ლი და პირ­და­პი­რი მა­გა­ლი­თი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა რო­გორ გან­სხვავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­ში კი გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვაა - ნი­კა­ნორ მე­ლია სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მიბ­რძან­დე­ბა კი­ბე­ებ­ზე მათი თქმით "რუ­სულ ბიზ­ნეს­ში, რუ­სულ რეს­ტო­რან­ში" და ნა­თე­ლია ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე მათი თქმით, პა­ტარ-პა­ტა­რა დის­კომ­ფორ­ტე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს უნდა შე­ექ­მნას.

ლო­გი­კუ­რია რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჩემს რეს­ტო­რან­ში არა­სო­დეს არ იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი და ამას ვინც შე­ი­ცხა­დებს, აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლით იბრმა­ვებს თავს.

გა­უ­მარ­ჯოს ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, რაც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, ამ პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×