რეზონანსი
15.05.2024

გავრცელებული ინფორმაციით, ფროდაქეშენ სტუდია ლიმონში კრიმინალური პოლიცია შევიდა. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი. ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

Facebook-ზე პოსტები იწერება, რომ სტუდიაში მიმდინარეობს ჩხრეკა.

ფორმულა ესაუბრა ნანუკა სიორიძეს, რომელიც პავილიონში იმყოფება. ის ამბობს რომ გადაღებაზე ჰყავდა ბავშვები და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შევიდა პოლიცია. 

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვიღებთ რეკლამას, მყავს ბავშვები. შემოვიდა პოლიცია და ჩხრეკენ აქაურობას. ლიმონი არის სარეკლამო კომპანია და მანდ ვართ პავილიონში. ბავშვები გავარიდეთ"- ამბობს ნანუკა სიორიძე ფორმულასთან საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×