რეზონანსი
01.05.2024

წუ­ხელ თბი­ლის­ში სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად ძალა გა­მო­ი­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მომ­ხდარს მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლიც ეხ­მი­ა­ნე­ბა. ის აზი­ა­რებს ვი­დე­ოს, სა­დაც სპეც­რაზ­მის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი ჩანს.

"ბავ­შვებს ხელს ნუ ურტყამთ", - წერს ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.ცნო­ბის­თვის, 30 აპ­რილს, პარ­ლა­მენ­ტთან, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შავ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დებ­მა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს. აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თი მო­მი­ტინ­გეც და­ა­კავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×