რეზონანსი
05.07.2024

როდესაც ათობით მსოფლიო ლიდერი შეიკრიბება ვაშინგტონში ნატოს სამიტზე მომავალ კვირას, ისინი არა მხოლოდ ხაზს გაუსვამენ ალიანსის ერთიანობას, არამედ ყურადღებით დააკვირდებიან აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, - წერს CNN-ი სტატიაში სათაურით ბაიდენის გაურკვეველი მომავალი ნატოს სამიტს დაჩრდილავს.

CNN-ი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო დებატებზე ბაიდენის გამოსვლამ შოკი და შეშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში დიპლომატებს შორის.

„ახლა, პრეზიდენტი დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა კარგად გამოჩნდეს მაღალი რანგის შეკრებაზე და აჩვენოს, რომ ის კვლავ სიცოცხლისუნარიანი კონკურენტია დონალდ ტრამპისთვის. შეშფოთება იზრდება, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ ტრამპი საფრთხეს უქმნის ნატოს მომავალს", - აღნიშნავს CNN-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაიდენისა და მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ კითხვები დამატებით გაურკვევლობას მატებს სამიტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×