რეზონანსი
24.07.2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნას გამოეხმაურა.

„მინდა ქობულეთს და ქობულეთელებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი ახალ ზღვისპირა პარკში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა „განახლებული რეგიონების" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დაემატა ახალი 1-კილომეტრიანი ბულვარი, შესაბამისი სარეკრეაციო სივრცეებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს", - აცხადებს რიჟვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×