რეზონანსი
04.07.2024

ბოლნისში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი გორში, საკუთარ სახლშია დასვენებული. დაღუპულის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, პრეზიდენტმა და სამხედრო მოსამსახურეებმა მიუსამძიმრეს. კახაბერ ზურაბაშვილს შაბათს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, რაც სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია. წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×