რეზონანსი
03.07.2024

აბიტურიენტები ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან, როცა უნდა დაადასტურონ ცოდნა და უნარები, რაც მათ კარს გაუხსნის უმაღლესი განათლებისკენ, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელი წერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

მისი თქმით, მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აბიტურიენტები ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან, როცა უნდა დაადასტურონ ცოდნა და უნარები, რაც მათ კარს გაუხსნის უმაღლესი განათლებისკენ.

ჩვენი მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა, ამიტომ, მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და საქართველოს, რადგან ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია", - აცხადებს კალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×