
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნინო ჟიჟილაშვილი სტუდენტებს მიმართავს - „იმუშავებთ ისე, როგორც გასწავლეთ? იქნებით კეთილსინდისიერები?“
აღნიშნული მიმართვის პასუხად თამარ ჩერგოლეიშვილი ახალგაზრდებს მოუწოდებს არაფერი გააკეთონ ისე, „როგორც ამ პოსტ საბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა ასწავლათ“.
„ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტ საბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ.
ზოგადად დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ.
ეს ჩემი რჩევაა, არ გაძალებთ ცხადია - უბრალოდ გამოგადგებათ, ვინც გაითვალისწინებთ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.