ნატალია ჯვარიძე 28.07.2026

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მომზადებას ევროინტეგრაციასა და დასავლურ კურსზე საბოლოო უარის სათქმელად. მისი შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისა და ქმედებების შედეგად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩავარდა, რაც საქართველოს კვლავ რუსულ ორბიტაზე ტოვებს.
თამთა ვირსალაძე 28.07.2026

ენმ დაანონსებული პარტიული ყრილობისთვის კვლავ ემზადება, თუმცა პროცესი ფინანსური სირთულეების გამო ჭიანურდება. პარტიამ მხარდამჭერებს საჯარო შემოწირულობის კამპანიით მიმართავს და აცხადებს, რომ მიზანი არა მხოლოდ ყრილობის დაფინანსება, არამედ ფინანსურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე პარტიული მოდელის შექმნაა.
თამთა ჩაჩანიძე 27.07.2026

კასპიის ზღვაში ირანულ გემებზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თეირანი კიევს ემუქრება, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარი უპასუხოდ არ დარჩება.
თამთა ჩაჩანიძე 27.07.2026 
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ევროკავშირში კონსენსუსის წესის შესაძლო გაუქმება მცირე სახელმწიფოებს გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტს წაართმევს და ასეთ პირობებში კავშირის გარეთ დარჩენა მათთვის "შესაძლოა უფრო ხელსაყრელიც" აღმოჩნდეს.
ნატალია ჯვარიძე 26.07.2026 
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, ოპოზიციის წინაში რაიმე დათმობებზე წავიდეს და ახალ საპროტესტო კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს, მხოლოდ პიარის თვალსაზრისით ექნება მნიშვნელობა.
ნატალია ჯვარიძე 26.07.2026 
24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბურმა ავარიულმა გათიშვამ მთელი საქართველო მოიცვა. სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უჩვეულო სისტემური შეფერხების ყველა დეტალი უნდა დადგინდეს. ოპოზიციაში ყურადღებას ენერგოსისტემის დაუცველობასა და მთავრობის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ.
მარიამ ვეკუა 25.07.2026 
ვიქტორ ყიფიანისა და მისი ახალი პარტიის, „ჯერ საქართველოს" ინიციატივამ სამართლიანი არჩევნების გარშემო კონსოლიდაციაზე, ოპოზიციურ სპექტრში ტაქტიკური გადანაცვლება გამოიწვია. იდეას, რომელიც ბოიკოტის წინააღმდეგ პროცესში ჩართულობასა და საზოგადოებრივ მობილიზაციას ითვალისწინებს, უკვე შეუერთდა „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, მხარდაჭერას გამოხატავს „ლელოც". ექნება თუ არა ამ ახალ ინიციატივას არსებითი შედეგი, თუ საქმე გვაქვს ოპოზიციონერების მორიგ ანონსთან, რომელსაც რეალური განხორციელება არ უწერია?
ნატალია ჯვარიძე 24.07.2026 
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. გადაწყვეტილებას, რომელსაც ოპოზიციაში „უკიდურესად მძიმე პოლიტიკურ განაჩენს" უწოდებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „წუხილით" ეხმაურება. მმართველი გუნდი კი იმედოვნებს, რომ ექვსთვიან ვადაში სანქციები გადაიხედება.
ირმა ჩიტაია 23.07.2026 
რუსთაველის გამზირის დაწყებულ რეაბილიტაციას უკვე აკრიტიკებენ. სპეციალისტების ნაწილს წინასწარი დასკვნების გაკეთება უჭირს, მაგრამ ნაწილი წინასწარვე აცხადებს, რომ ქალაქის მთავარი გამტარი ქუჩის კეთილმოწყობა შეიძლება საგზაო კოლაფსით დასრულდეს.
ქეთო გოგოხია 22.07.2026 
საქართველო შეიძლება, მარცვლეულის გამტარი ჰაბი გახდეს. აზოვის ზღვის აკვატორიაზე უკრაინული დრონების დარტყმებმა, რამაც აზოვისა და ტამანის პორტების მუშაობა შეაჩერა, რუსული მარცვლეულის ექსპორტის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისად, რუსეთს, საქართველოს გარდა, სხვა ალტერნატივა ნაკლებად აქვს. მოსალოდნელია, რომ ჩვენი ქვეყანა ამით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონელი შესაძლია, უფრო ხელსაყრელი პირობებით მიიღოს. ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს დერეფნის გამტარუნარიანობაა.
ქეთო გოგოხია 22.07.2026 
თბილისში გასაბერი რეზინის კაშხლის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. რა არგუმენტებს ემყარება გადაწყვეტილება, პროექტის ავტორები ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ თბილისისთვის მსგავსი ექსპერიმენტი არასწორია და მსგავსი პროექტის განხორციელებას ემიჯნებიან.
ირმა ჩიტაია 21.07.2026 
ბოლო პერიოდში საქართველო ექსპორტისა და რეექსპორტის კუთხით მნიშვნელოვან მატებას განიცდის. "საქსტატის" მონაცემებით, საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი ირანთან. პარალელურად მომატებულია ნავთობპროდუქტების ექსპორტი ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ტოგო, ჩინეთი, ლიბია და ა.შ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ქვეყნებმა შეცვალეს მომწოდებლები და საქართველომ ამით ისარგებლა.
მარიამ ვეკუა 15.07.2026 
იუმორისტულ გადაცემა „ისაუბრეს“-ში პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გაკეთებულმა სარკასტულმა კომენტარმა სკანდალი გამოიწვია. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ, ეტლით მოსარგებლე დეპუტატის, რატი იონათამიშვილის მისამართით გაჟღერებული რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა. უფლებადამცველები მომხდარს შშმ პირთა დისკრიმინაციად და სტიგმის გაძლიერებად აფასებენ, თავად ცხადაძე კი აცხადებს, რომ ეს იყო უბრალოდ „არასწორი ხუმრობა“ და არა ბულინგი.
ნატალია ჯვარიძე 27.07.2026 
რუსი მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ „ვაილდბერიზის" გაკოტრებამ შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემა მთლიანად გაანადგუროს. მისი თქმით, საფრთხის მიზეზი კომპანიის უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი დავალიანებაა, რამაც შესაძლოა სისტემური კრიზისი გამოიწვიოს
მარიამ ვეკუა 27.07.2026 
შავ და აზოვის ზღვებში ესკალაციის პარალელურად, კრემლს ომის გაყინვისკენ უკვე უახლოესი მოკავშირე, ყაზახეთიც მოუწოდებს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ ომსკში გაჟღერებულ ინიციატივაზე მოსკოვის უარი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი დიპლომატიას კვლავ ფრონტზე მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას ამჯობინებს. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|