რეზონანსი
22.09.2026

მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო. მისიგანცხადებით, ნებისმიერი სახის არეულობა მიუღებელია და მომხდარს მძიმე შეცდომა უწოდა.

„ოქტომბრის მოვლენები იყო კატასტროფა. ეს იყო ძალიან მძიმე შეცდომა და ყველაზე მეტად მეჯავრება რაიმე სახის არეულობა. არანაირად არ მაქვს ამ ქვეყანაში მაგის სურვილი. ღმერთმა დამიფაროს ეგ სურვილი მქონდეს. ზოგადად, ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა ილია ღლონტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×