რეზონანსი
21.09.2026

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმის პროკურორს იმედი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, ლევან ახობაძის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ბრალდების მხარის თქმით, საქმეში ახობაძის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა.

“შესავალ სიტყვებში ბრალდების მხარემ ისაუბრა ბრალდების ფორმულირებაზე, უშუალოდ, რას ვედავებით ლევან ახობაძეს, ასევე ვისაუბრეთ იმ მტკიცებულებებზე, რაც აღნიშნულ ბრალდებას ადასტურებს. სასამართლოს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ არსებითი განხილვის დასასრულს, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულებები, როგორიცაა, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, დაადასტურებენ სასამართლოში მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას ფლობენ, მათ შორის წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება”, - განაცხადა ლეკიაშვილმა.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×