რეზონანსი
21.09.2026

დონალდ ტრამპი მიერ თეთრი სახლის წინააღმდეგ შეტანილ ფედერალურ სარჩელს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ნაბიჯები მიმართულია არა თავისუფალი პრესის, არამედ „ყალბი ახალი ამბების“ წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა.

„თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას, მე მას ძალიან ვაფასებ. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც კიბოსავით გავრცელდა ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უკონტროლო მოვლენა. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და უნდა შეჩერდეს, ახლავე!“ - დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა Politico-ს, CNN-სა და MS NOW-ს თეთრ სახლში მუშაობა რამდენიმე დღის წინ აუკრძალა. დღეს კი მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×