რეზონანსი
10.06.2024

"26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლოს, სადაც ქართული ჯარი ქართველ მოსახლეობასთან ერთად ზეიმობდა, დანარჩენები იყვნენ მოწვეული სტუმრის სტატუსით," - ასე პასუხობს ამერიკის საელჩოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

საქმე ეხება ამერიკის საელჩოს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამერიკელი სამხედროების მიერ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რუსთაველზე საგანგებოდ შეკრებილ მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის მიმართ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს.

ეს არის პასუხი, არანაირი ცვლილება არ არის, ჩვენ ვიცავთ ქართულ ინტერესებს, ქართულ ჯარს, ქართულ დამოუკიდებლობას, ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს,“ - ამბობს ზარქუა.

საელჩოს ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების გავრცელების ფონზე, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×