რეზონანსი
21.05.2024

"უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო კვლავ განხილვის საგანია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი ვეტო არ იძლევა საშუალებას, კანონთან დაკავშირებით ოპოზიციისა და პრეზიდენტის შენიშვნები წარმოაჩინოს.

"ვეტო არის მოტივირებული მხოლოდ პოლიტიკურად. მაშინ, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის, ოპოზიციის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები იყო, რომ მასში ყოფილიყო სამართლებრივი შენიშვნები კონკრეტულ მუხლებთან, კანონის ტექსტთან დაკავშირებით. რეალურად, ეს ვეტო არ იძლევა საშუალებას, რომ ოპოზიციის, თუნდაც პრეზიდენტის შენიშვნები ან კომენტარები ყოფილიყო განხილული, თუ ასეთი გააჩნდათ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები სამართლებრივი ხასიათისგან დაცლილია და პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

"ეს არ არის სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები. ეს არის შენიშვნა, რომელიც ითვალისწინებს ამ კანონზე რუსული იარლიყის მიწებებას, აქედან გამომდინარე, მისი გაწვევის საკითხის დაყენებას. თუ კი რამე შენიშვნები არის მის წერილში გათვალისწინებული, ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული, როგორც მოტივირებული შენიშვნა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×