რეზონანსი
18.06.2024

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ჭეშმარიტება და აქსიომა ძალიან კარგად ერგება, ოპოზიციის ერთიან სიაზე დასმულ კითხვას, იქნება ეს ერთიანი სია თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი, ფიასკოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია მარცხს აუცილებლად იწვნევს ოქტომბერში.

„ერთიანი სია თუ იქნება წარმოდგენილი, უკეთესი, რადგან კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩევლისთვის, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ისედაც ერთი ნიშნით და ერთი ფანჩატურით გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია, გინდაც ფორმალურად დანაწევრებული იყოს, თუ ერთი სიით წარდგება, ერთიანად ეტყვის მთელს ამომრჩეველს, რომ მას მხარი არ უნდა დაუჭირონ. თუ ეს იქნება ცალ-ცალკე წარმოდგენილი ის პოლიტიკური ძალები იგივე ხვედრს გაიზიარებენ, რომლებიც იქნებიან დანაწევრებული რადიკალური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×