რეზონანსი
21.05.2024

"ნინო ჯღარკავა ჰყავთ ერთი სუს-სის სიბინძურეების მედროშე და ამ მოსიარულე ნაგავს დილიდან ყიჟინა აქვს ატეხილი პირდაპირი მინიშნებებით, ვითომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც გადამიღო უჩა აბაშიძემ მის ცოლთან. ისეთ მარაზმში არის ხელისუფლება, რომ ნებისმიერ ტყუილსა და სიბინძურეზე მზადაა, როგორც ჩანს, წასასვლელად", - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უჩას აბაშიძესთან და მის მეუღლესთან არასოდეს შეხება არ ჰქონია.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩემი სოლიდარობა უჩას - აშკარად მსხვერპლს ამ რეჟიმის.

მერე მეორე - მიუხედავად იმისა, რომ უჩას დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ, როგორც მილიტარისტს და ჯერ კიდევ "ფორუმ.ჯი"-დან ვიცი მის შესახებ, არასოდეს შევხვედრივარ და არ ვიცნობდი პირისპირ. პირველად აქციაზე შევხვდი რამდენიმე დღის წინ და ორი წამი მოვახერხეთ გამოლაპარაკება.

მისი ცოლი ვინ იყო, წარმოდგენა არ მქონდა. რომ დააკავეს, მხოლოდ მაშინ გავიგე, ვინ იყო უჩას ცოლი. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც უჩასთან და არც მის მეუღლესთან არასოდეს შეხება არ მქონია.

ასე რომ, გაჯღარკავებული და გარუსებული ხელისუფლების გასაგონად ვამბობ - სიბინძურეში ჩაძირულები ხართ და მაგ სიბინძურეში ჩაიხჩობით. ვერც მე შემაშინებთ თქვენი სიბინძურეებით და ვერც საქართველოს შეაშინებთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერს ელისაშვილი.

11 მაისს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×