რეზონანსი
18.06.2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე არის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი კანონპროექტის განხილვაში შემოსვლა.

„მათი დამფინანსებლები მათგან ითხოვენ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ კანონის მიღებას, მაგრამ იმავდროულად, მათ იციან, რომ წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ. ამიტომ, მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს“, - მიიჩნევს მიქანაძე.

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×