რეზონანსი
20.06.2024

თბილისში ახალგაზრდა კაცს, პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის გუშინ დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა, გათიშულია მისი მობილური ტელეფონი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია. კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. 

"არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!

გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის.

პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.

გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.

უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.

თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090", - წერს მისი მეუღლე ირმა მალაციძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×