რეზონანსი
24.06.2024

საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

„ვწუხვართ, რომ ოფიციალური აქტორების მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ [საქართველოში] უმაღლეს დონეზე მოვისმინეთ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: არა! ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა უარყოფითი მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს და ამ განცხადებას მხარს 27 წევრიდან 26 უჭერს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება. [...] მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს", - აღნიშნა ბორელმა.

„პარალელურად სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას გავზრდით, დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტს, განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და გადავხედავთ ჩვენს მხარდაჭერას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ამის გაკეთება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი, თუმცა გავაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას და მივიღებთ მეტ ზომებს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×