რეზონანსი
23.06.2024

უკრაინაში ომი გრძელდება - ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 56, მათ შორის სამი ბავშვია. მართვადი საჰაერო ბომბი 5-სართულიან კორპუსს დაეჯახა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ხარკოვის ოლქში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება თითქმის 17 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოკუპანტების სამიზნე გახდა კიევიც.

"მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისიდან რუსებმა გამოიყენეს 2400-ზე მეტი მართვადი ბომბი უკრაინაში, მათ შორის დაახლოებით 700 ხარკოვის რეგიონში, ჩვენს პოზიციებზე. ასევე განხორციელდა რუსეთის დარტყმები დონეცკის რეგიონში, ჩვენს სხვა ფრონტზე და სასაზღვრო რეგიონებში. ხარკოვში რუსული ავიაბომბის ადგილზე ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.

ქალაქში ოთხი კონტროლირებადი ბომბი ჩამოვარდა - ერთმა ბომბმა გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტოსადგურზე. ამ დროისთვის ქალაქში 40-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი, ყველამ მიიღო საჭირო დახმარება.

დღევანდელი დარტყმების შედეგად, ხარკოვში სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინას ესაჭიროება ძალები და საშუალებები ამ ბომბების, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გასანადგურებლად.

მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის იმ მტკიცე გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც დაგვეხმარა ხარკოვის რეგიონის საზღვრისპირა ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციაში, მადლობელი ვართ დამტკიცებული პაკეტებისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისინი სრულად ბრძოლის ველზე და ყველაფერი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით [აშშ-ის] პრეზიდენტთან [ჯო] ბაიდენთან, უნდა განხორციელდეს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×