![](rubrics/rubs20/artc207696/a1719563573.jpg)
წელს, 25 ივნისის მდგომარეობით, საწარმოო პროცესი 3 საშაურმეს შეუჩერდა.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საშაურმეებში განხორციელდა 176 სახელმწიფო კონტროლი, აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა 24 ბიზნესოპერატორთან, რომელთა შორის, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 3-ს. ესენია: შპს „სთრით ფუდ 125", შპს „მადლი" და შპს „ტონა".
როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტო განმარტავს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ბიზნეს ოპერატორთა მიმართ გაიცა მითითებები HACCP- ის პრინციპების დანერგვის, HACCP-ის პრინციპების სწავლებისა და ჰიგიენის ზოგად მოთხოვნებთან დაკავშირებით.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „სთრით ფუდ 125" 2023 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი გიორგი ბექაურია.
შპს „მადლი" -კომპანია 2011 წელს დარეგისტრირდა. მფლობელი და დირექტორი ციალა გოგოლაძეა.
შპს „ტონა" - 2014 წელს გახსნილი კომპანიაა, მფლობელები და დირექტორები ნატალია დარჩია და ნათია მინდაძე არიან.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი