რეზონანსი
20.06.2024

სტრატეგიული ურთიერთობა გარკვეულ პარტნიორობაზე დაფუძნებულ, თანაბარ და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულ ურთიერთობას გულისხმობს, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში" საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეს ეს ურთიერთობები გაჯანსაღებას საჭიროებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს.

„ეს არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი, რომელიც ნამდვილად არ შეეფერება პარტნიორულ სტრატეგიულ ურთიერთობას და თუკი გადახედვაზეა საუბარი, გაჯანსაღების კუთხით, რა თქმა უნდა, ორივე მხარის მონაწილეობით უნდა მოხდეს ეს და მცდელობა არ უნდა დააკლოს არც შეერთებულმა შტატებმა", - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×