რეზონანსი
23.05.2024

ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. რაც არის კარგი ქართველი ხალხისთვის, ის არის კარგი ჩვენი ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება მიყვება საკუთარი ხალხის ინტერესებს, საბოლოო ჯამში ის არის მართალი ხალხთანაც და დასავლეთთანაც.

„ზუსტად ახლა მე დავიწყე ჩემი გამოსვლა იმით, რომ ვისაუბრე თუ როგორ მოგვიწოდებდნენ ათი წლის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამას გვიყენებდნენ წინაპირობად ევროკავშირში და ევროპაში ინტეგრაციისა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ტესტი ჩვენი დემოკრატიისა, ეს იყო ტესტი ჩვენ რუსეთის დაკვეთით გვყავს დაჭერილი სააკაშვილი თუ არა, ამას გვეუბნებოდნენ ზუსტად იგივე დასავლელი პარტნიორები და ისინი ცდებოდნენ ერთი, ან იტყუებოდნენ მეორე.

რა ვაკეთეთ ათი წელი? არ დავუჯერეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და დავუჯერეთ ქართველ ხალხს, თუ რა იყო მის ინტერესში და რა აღმოჩნდა ათი წლის თავზე, რომ თუკი ხელისუფლება მიყვება საკუთარი ხალხის ინტერესებს, საბოლოო ჯამში ის არის მართალი ხალხთანაც და დასავლეთთანაც. მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან.

ამიტომ, აქაც ასე ვმოქმედებთ, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. რაც არის კარგი ქართველი ხალხისთვის, ის არის კარგი ჩვენი ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×