რეზონანსი
16.06.2024

ზურაბიშვილის შვეიცარიაში ვიზიტს და სამიტზე მის სიტყვით გამოსვლას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტზე, პრეზიდენტის მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერის პროცესში საქართველოს პოზიტიური როლი დაფიქსირდეს.

“პრეზიდენტის ამ სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს საქართველოს პოზიტიური ჩართულობა ამ საკითხში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საერთაშორისო შეკრებაზე, სადაც უკრაინის რეაბილიტაციის საკითხი განიხილებოდა. საქართველო მხარს უჭერს ყველა პოზიტიურ განვითარებას უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ალბათ, მხარეთა შორის მეტი მონდომებაა საჭირო მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მოწოდებები, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი შევიდეს ბრძოლის ველზე“, - განაცხადა “ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×