რეზონანსი
23.05.2024

„ევროოპტიმისტების" დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დაძლევს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.

დეკანოიძის თქმით, აღნიშნულით „უპირველესად, საქართველო ზარალდება" და ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" და ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება.

„ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მთელი საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო მიუთითებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ ეს კანონი არის საქართველოს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის საწინააღმდეგო. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირის, ნიშნავს იმას, რომ თუ ამ კანონს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, ანუ გადალახავს ვეტოს, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში უპირველესად, საქართველო ზარალდება - არ გაგვეხსნება მოლაპარაკებები; დავაზიანებთ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს ყველაფერი იქნება "ქართული ოცნების" და ივანიშვილის პასუხისმგებლობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, "უცხოეთის აგენტების კანონით" შეშფოთებულები არიან და ის "პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი".

ბლინკენის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×