რეზონანსი
13.05.2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„ვიცით, რომ კანონის მიღებიდან 2-კვირიანი ვადა აქვს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მოტივირებული შენიშვნები გამოაგზავნოს ანუ ვეტო დაადოს კანონს, მაგრამ ის, როგორც წესი მოტივირებულ შენიშვნებს არ წერს - სხვები უწერენ (თუ აწერინებენ) და ბოლოს მხოლოდ ხელს აწერს. ახლაც, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს.

ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არის ადამიანი, რომელიც სხვის გადაწყვეტილებებს ახმოვანებს", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×