რეზონანსი
21.06.2024

„36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია ვფიქრობდი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშებში ჩემი ოცნება ახდა", - აღნიშნული კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა BBC-სთან ინტერვიუში საფეხბურთო კარიერაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც კაშიამ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, როდესაც ფეხბურთის თამაში დაიწყო, მიზნად დაისახა, ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა და მინიმუმ ერთ დიდ სანაკრებო ტურნირზე გასულიყო.

„36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია ვფიქრობდი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშებში ჩემი ოცნება ახდა. ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ამავე დროს, ვიცოდი, რომ მე ეს დავიმსახურე, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ მიზანს მივაღწიე. [წინა პლეი ოფში მაკედონიასთან მარცხის შემდეგ] კიდევ ერთ შანსზე ვფიქრობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ამას მივაღწევდით...

ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა, როცა ჩემს გუნდს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ სიურპრიზების შემოთავაზებაც შეგვიძლია. ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ, ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ ქულები. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ გავაბედნიერეთ ჩვენი ქვეყანა კვალიფიკაციით და ვიცი, როგორ გავაბედნიერებთ კიდევ ერთხელ მას, თუ ჯგუფიდან გავალთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - უთხრა BBC-ის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×