რეზონანსი
12.05.2024

ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის დამოკიდებულებებს, აღქმებს, უწესებს ისეთ ვალდებულებებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, როგორიც ტრადიციულად, როგორც წესი, საზოგადოებაში არ იყო ხოლმე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სახის კვლევები აჩვენებს თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არასრულწლოვანებზე ამგვარი პროპაგანდის შეტანას საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც რაღაც ტენდენციები სხვა ქვეყნებში ფეხს იკიდებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის ინაცვლებს საქართველოში სხვადასხვა გზებით, მათ შორის, დაფინანსების მეშვეობით, ზოგჯერ წახალისებულია რაღაც იდეები.

დღეს არსებული კომუნიკაციების საშუალებებიდან გამომდინარე საზღვრები პირობითია, ფაქტობრივად, ჩვენი მთლიანი სამყარო ერთ სივრცეშია მოქცეული და ერთი ინფორმაცია ან ერთი ტენდენცია, რაც ერთ ქვეყანაშია გავრცელებული ან გაძლიერებული, მყისიერად პოვებს ადრესატს სხვა ქვეყანაში.

არის გარკვეული ტენდენციები და მიმართულებები, რომელიც საქართველოში მეტ-ნაკლებად უკვე რელევანტურია - ზოგი უფრო ძლიერ, ზოგი ნაკლებად, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ახლავე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი, თუკი საზოგადოების თანხმობა იქნება ამაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ ამ საკითხების დარეგულირების მიზნით პარლამენტში დააინიცირა ორი ინიციატივა - ერთი ეხება ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, ხოლო მეორე არის კონსტიტუციური კანონის პროექტი და ის ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას შეეხება.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×