რეზონანსი
12.05.2024

გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ეს ყველაფერი ასე იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირასთან" საუბრისას გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რასაც რადიკალური ოპოზიცია კანონპროექტზე აცხადებს, ეს გარედან მართული პროცესია.

„ზოგადად, არ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს დემოკრატიასთან, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან, პირიქით, მგონია, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ეს ყველაფერი ასე იყო. ამ რწმენით ვარ დღესაც. მივესალმები ამ ყველაფერს. შესაბამისად, ჩვენ რასაც ვისმენთ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, ეს არის გარედან მართული პროცესები", - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×