რეზონანსი
11.05.2024

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკა ამი­რე­ჯი­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გან­მარ­ტავს, რომ ბოლო დრო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო მისი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"მად­ლო­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" მო­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის - ბევ­რი იყო ასე­თი, ამი­ტომ მად­ლო­ბა! თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე ყო­ველ­დღი­უ­რი მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ორ­მხრი­ვი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვთლი, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ვი­და ჩიხ­ში. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ სა­კუ­თარ თავს ვერ­ცერთ არხზე, ამი­ტომ ასე დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი აქ და ახლა...

აქვე, მინ­და გა­მოვ­რი­ცხო ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლო არას­წო­რი, თუ პრი­მი­ტი­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია. მი­უ­ღე­ბე­ლია! ნე­ბის­მი­ე­რი მხრი­დან! ყვე­ლა ტი­პის რა­დი­კა­ლუ­რი, ძა­ლა­დობ­რი­ვი, ის­ტე­რი­უ­ლი, ერ­თმა­ნე­თის უმო­წყა­ლო, უპი­რო­ბო "გა­სა­მარ­თლე­ბა-გა­მათ­რა­ხე­ბა­ზე" აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი ყველ­გან, მათ შო­რის, სოც ქსელ­ში. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რაც ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა ბოლო დღე­ე­ბია.

ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რო­ბა, რა­ო­დენ გულ­წრფე­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბიც არ უნდა იდ­გეს ამის უკან, არც ერთ მხა­რეს არ გვა­თა­ვი­სუფ­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ასეთ დროს გვეს­მო­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბა ყო­ვე­ლი სი­ტყვის, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო ძა­ბავს და აპი­რის­პი­რებს ადა­მი­ა­ნებს... და ბო­ლოს, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­აზ­რე­ბუ­ლად იღებ, შე­ფა­სე­ბებს გა­რე­დან აღარ ელი, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ გი­ზი­ა­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და აქვე უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი მა­ყუ­რე­ბელს. მო­მი­წევს, გა­ვიხ­სე­ნო სა­ერ­თოდ რა ხდე­ბო­და თქვე­ნამ­დე და უთ­ქვე­ნოდ" - წერს ამი­რე­ჯი­ბი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×