რეზონანსი
12.05.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს. ისინი გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებებს კანონპროექტში პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში მოსალოდნელი შენიშვნების შესახებ.

„ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული.

ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 104 ორგანიზაცია აწერს ხელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×