ელზა პაპოშვილი
23.05.2024

მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 30 წლამდე შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რა გახდა კონფლიქტის მოტივი, ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივებს დეტალებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ კაცი სახლიდან არ გაქცეულა და ის პოლიციას შემთხვევის ადგილას დახვდა. 

ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას დაზიანებები სახის და თავის არეში აქვს მიყენებული. მდგომარეობა მძიმეა და მედიკოსები მის გადარჩენას ციდლობენ. 

„მამა იქნება 66 წილის კაცი, ბიჭი 30 წლისაა. რა მოხდა, რაზე იდავეს, არავინ არ იცის. მხოლოდ გასროლის ხმა გავიგეთ და მერე ყვირილის, გვიშველეთ დაჭრილიაო და ა.შ. მეზობლები რომ შევიდნენ, ბიჭს ჰქონდა ჭრილობები სaხის და, მგონი, თავის არეში. 

„თავიდან გვეგონა, რომ თავად გაისროლა და უბედური შემთხვევა იყო, მერე გავიგეთ, რომ მამამის უსვრია. მოვიდა სასწრაფო და პოლიცია. სახლიდან არც გატოკებულა, ასე ჩაბარდა პოლიციას. რაღაცა კონფლიქტები ჰქონდათ-ხოლმე, მარა არა ასეთი, რომ შვილის მოკვლა განეზრახა... ბიჭი მძიმედ იყო და საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს. ჯერჯერობით რა იქნება, არავინ იცის. ცუდი სიტუაციაა ძალიან. მამა პოლიციამ დააკავა და წაიყვანეს“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ამაზე შსს რელიზს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს - 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა,“ - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×