რეზონანსი
13.05.2024

კონსერვატიული გაერთიანების, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი პარლამენტთან აქციაზე აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება.

შაქარიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართავს, გააკეთოს განმარტება, რატომ მონაწილეობდნენ აშშ-ის მოქალაქეები პოლიციასთან შეტაკებაში.

„აქციაზე დააკავეს ამერიკის და რუსეთის მოქალაქეები! ისინი აცხადებენ, რომ არიან „გულწრფელი ახალგაზრდები!“

რუსეთის მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს ჩელიაბინსკში გაღვიძება.

ამერიკის ერთი მოქალაქე უარს აცხადებს ვინაობის გამხელაზე და საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს!

US Embassy Tbilisi, Georgia იქნებ გვითხრათ, რატომ უთენებდნენ საქართველოს აშშ-ის მოქალაქეები და რატომ მონაწილეობდნენ ისინი პოლიციასთან შეტაკებაში?!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირია დაკავებული, რომელთაგან ორი – აშშ-ის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×