რეზონანსი
16.06.2024

სანქციებთან დაკავშირებით "ოცნების" ოპტიმიზმი არაფერს ეფუძნება, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი მელაშვილი საუბრობს. სპეციალისტი ამბობს, რომ ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას უკანასკნელ გაფრთხილებას 28 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე მისცემს. მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" არც ამ გაფრთხილებას გაითვალისწინებს, მათ წინააღმდეგ სანქციების პირველი ტრანში გარდაივალი იქნება. 

პირველი ტრანში ამ სანქციების მოსალოდნელია უკვე ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც იქნება 28 ივნისს. 28 ივნისიდან იქნება პირველი, უფრო სწორად, უკანსკნელი გაფრთხილება. თუ „ქართული ოცნება“, სავარაუდოა, რომ არ გაითვალისწინებს ამ გაფრთხილებას, ამ შემთხვევაში, უკვე ევროკომისიას ექნება შესაბამისი უფლებამოსილება, რომ მიიღონ ახალი სასანქციო პაკეტი. ამიტომ „ქართული ოცნების“ ოპტიმიზმი არაფერს ეფუძნება. ჩვენ გვაქხოსვ მათი დაპირებები, რომ არც აშშ დააწესებდა სანქციებს და ვხედავთ, რომ სანქციები არის. აქედან გამომდინარე, მათი ოპტიმიზმი არაფერს ეფუძნება. მაგრამ ამავდროულად, სანქციები მაქსიმალურად იქნება ისე დაგეგმილი, რომ არ დაზარალდეს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს დაიცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, - ამბობს ექსპერტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×