რეზონანსი
21.06.2024

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, ერევანი შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს.

„სომხეთის რესპუბლიკა ადასტურებს ერთგულებას ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი. სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს", - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×