რეზონანსი
21.06.2024

ჩვენს კანონპროექტზე უფრო ხისტი და მძლავრი სანქციები არის ჩადებული მათ შორის კანადის მიერ მიღებულ კანონში, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ფაქტი არის აუცილებლად აღსანიშნავი, რომ ქვეყნები თავად იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს უშლიან ამ კანონის მიღებას.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთი წლის წინ გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკვე ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ახლა უკვე კანადამ დაჩქარებული წესით მიიღეს. აქამდე არსებობდა ისრაელში, ამერიკაში და ა.შ. მართალია, ჩვენზე იყო დიდი ზეწოლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ქვეყანაში მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კანონპროექტზე უფრო ხისტი და მძლავრი სანქციები არის ჩადებული მათ შორის კანადის მიერ მიღებულ კანონში, სადაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასა და პატიმრობაზეა საუბარი კანონის დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ჩვენს კანონში, რა თქმა უნდა, ერთადერთი, რაც არსებობს, არის ის, რომ დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმდება შესაბამისი იურიდიული პირი.

ფაქტი არის აუცილებლად აღსანიშნავი, რომ ქვეყნები თავად იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს უშლიან ამ კანონის მიღებას. ეუბნებიან, რომ ეს არის დემოკრატიის დაღმასვლა და თუ მათ ქვეყანაში, ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში დემოკრატიის აღმასვლაა გამჭვირვალობის კანონის მიღება, საქართველოში დაღმასვლა რატომ არის გამჭვირვალობის კანონის მიღება? ამას ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არის ზუსტად ე.წ. უცხოური ძალების გავლენა, რათა საქართველო იქცეს შავი ფულის ხარჯვის საშუალებად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამიტომაც მივიღეთ ეს კანონი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კანადაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღეს, რომელიც სპეციალური „გამჭირვალობის რეესტრის" შექმნას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×