რეზონანსი
12.05.2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კომენტარიც კი ზედმეტია ვეტოს მოტივაციაში შენიშვნების დაწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარზე.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მხოლოდ პოლიციას მოუწოდა, არ იძალადონ, ხოლო აქციის მონაწილეებს კი არა, რაც მისი შეფასებით, მთავარი მავნებლობაა.

"ერთი მთავარი მავნებლობა არ გამოგვრჩეს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან: პოლიციას მოუწოდა, არ იძალადოთო და აქციის მონაწილეებს - არა! გამოდის უთხრა, თქვენ იძალადეთო, აქაც გაიშიფრა!

შენიშვნებს არ დავწერ ვეტოს მოტივაციაში დაა კანონი არჩევნების მერე აამოქმედეთო, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია." - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×