რეზონანსი
27.06.2024

პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსზე" დადებული ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი ეყარა უშუალოდ მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც ჩავარდა 0 მომხრე, 66 წინააღმდეგი, რის შემდეგაც დეპუტატებმა ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტს დაუჭირეს მხარი 78 მომხრე, 0 წინააღმდეგი.

მოტივირებული შენიშვნებით ზურაბიშვილისთვის მიუღებელია, რომ ცესკოს, გადაწყვეტილების მისაღებად ორ/მესამედიანი კვორუმის, ანუ 12-ხმის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება.

გარდა ამისა, ზურაბიშვილი იმ საბჭოს შენარჩუნებას ითხოვდა, რომელიც წლებია არასამთავრობო სექტორის უარის მიზეზით აღარ არსებობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×