რეზონანსი
20.06.2024

შანხაიში არაერთი საინტერესო შეხვედრა შედგა. ქართული კინოთი ისეთი ქვეყნის კინოცენტრების თუ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რომლებიც ჩვენთვის აქამდე ძალიან უცხო და მიუწვდომელნი ჩანდნენ, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩინეთის კინო-ბაზრობა ამერიკის შემდეგ მეორე უმსხვილესია მსოფლიოში. აქ მაღალია როგორც აუდიტორიის რაოდენობა, რომელიც კინოთეატრში დადის, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით კინოთეატრების რაოდენობა. შესაბამისად, ქართული კინოსთვის, რომელიც არასოდეს კომერციული გაქირავებაში ჩინეთში არ ყოფილა, მნიშვნელოვანია რომ ეს გაფართოება შევძლოთ და ჩინეთის კინო-ბაზარზე მოვხვდეთ.

წელს, კინოცენტრი ფესტივალზე პირველად იყო წარმოდგენილი თავისი პავილიონით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ აქ დელეგაციით წამოვსულიყავით და გვქონოდა უფრო მეტი შეხვედრები და უფრო მეტი ყურადღება ყოფილიყო ქართული კინოსა და კულტურის მიმართ", - აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.

მისი თქმით, შანხაიში შეხვედრებზე ანიმაციებისადმი დაინტერესება მაღალი იყო.

„გაჩნდა ვიზუალური პარალელი ქართულ, თანამედროვე ანიმაციასა და ჩინეთის კლასიკური ანიმაციას შორის. ეს ჩინური მხარისთვის საინტერესო და სასიამოვნო იყო. დაინტერესდნენ ორი კონკრეტული პროექტით, რომელთანაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა სურვილის მიღმა, რეალურ თანამშრომლობაში გადაიქცევა.", - აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×