რეზონანსი
13.05.2024

"ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს“ უკან არ გაიწვევს" - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო.

გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კიუს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო.

შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს“ უკან არ გაიწვევს

დიდება საქართველოს!“ – ნათქვამია სტუდენტების გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×