რეზონანსი
29.06.2024

სენ-პიერისა და მიკელონის ზღვისიქითა გაერთიანებაში საფრანგეთის ვადამდელი არჩევნები უკვე დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24" ავრცელებს.

სენ-პიერისა და მიკელონის შემდეგ კენჭისყრა დაიწყება კარიბის ზღვის აუზის იმ კუნძულებზე, რომლებიც ფრანგულ ტერიტორიად ითვლება, ასევე ფრანგული გვიანის სამხრეთამერიკულ ტერიტორიაზე.

ამის შემდეგ ხმის მიცემა დაიწყება წყნარი ოკეანეს საფრანგეთის ტერიტორიებზე, მოგვიანებით კი - ინდოეთის ოკეანეში მდებარე ტერიტორიაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდება, ხოლო მეორე ტური - 7 ივლისს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×