რეზონანსი
11.05.2024

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველ პარტიას ქვეყანაში ამერიკული, ევროპული და რუსული გავლენის შემცირება სურს.

„შენი მოკავშირეების გაიგივება მათთან, ვინც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს, ყველაფერს ამბობს „ქართულ ოცნებასა" და რუსულ კანონზე, რაც საჭიროა იცოდე, - წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ყველა უცხოური სახელმწიფოს გავლენის შემცირება არის მნიშვნელოვანი".

„ხომ შეიძლება ერთი ვიღაცა დალოცვილი გამოჩნდეს და თქვას ერთი არგუმენტი მაინც, რატომ არის აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ცუდი, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს ასეთი არგუმენტი. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ რამე ხომ არ მოგვიგონებია კაცო! პირდაპირ გამოვედით და ვთქვით: აღნიშნულ კანონპროექტს ვიღებთ იმისთვის, რომ უცხოური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე შევამციროთ, ამაში შედის: დასავლეთიც, ამერიკაც, რუსეთიც. ყველა უცხოური სახელმწიფოს გავლენის შემცირება არის მნიშვნელოვანი. ჩვენი სუვერენიტეტი უნდა გაძლიერდეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა უნდა გაძლიერდეს, ამას ღიად და გამჭვირვალედ ვამბობთ, არაფერი დასამალი არა გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×