რეზონანსი
28.06.2024

ყოფილმა პრეზიდენეტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომ ამერიკამ პატივისცემა დაკარგა:

„მთელ მსოფლიოში ჩვენ აღარ გვცემენ პატივს, როგორც ქვეყანას. ჩვენს ლიდერობას პატივს აღარ სცემენ. აშშ-ს პატივს აღარ სცემენ. ჩვენ ვართ როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანა. მის მიერ არჩევნების იარაღად გამოყენების, პოლიტიკური ოპონენტების დევნის მცდელობის, იმ ყველაფრის გამო, რაც მან გააკეთა, ჩვენ გავხდით როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანა. ის ზარალი, რომელიც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა, არის სირცხვილი.

ვისურვებდი, მისთვის მეკითხა და ამას გავაკეთებ, რატომ დაუშვა მან, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულიყო მილიონობით ადამიანი ციხეებიდან, საპატიმროებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან და ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×