რეზონანსი
27.06.2024

როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა განსაკუთრებული განცდა და დიდი სიხარულია გულშემატკივრობდე და ხედავდე, როგორ იწერება შენი ქვეყნის ისტორიის მორიგი საამაყო ფურცელი შორს, გერმანიაში

​„ამ ისტორიული გამარჯვებისთვის დიდ მადლობას ვეუბნებით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენს ეროვნულ ფედერაციას, მის ხელმძღვანელებს. წინ დიდი შეჯიბრია, წინ დიდი შრომა უძევთ ჩვენს სპორტსმენებს და რა თქმა უნდა ჩვენ ვრჩებით საქართველოდან მათ გვერდით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები" ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×