რეზონანსი
27.06.2024

დიდი გამარჯვებები მხოლოდ ასეთი ერთიანობით მიიღწევა. ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და ჩვენი ქვეყნით. წარმატებები შემდეგ ეტაპზე, - ამის შესახებ ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს წარმატებას. მადლობა მათ ამ სიხარულის მონიჭებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა. გულშემატკივრის მხარდაჭერა და გერმანიაში ამდენი ქართველის ნახვა უდიდეს მუხტს აჩენს. მხარდაჭერა იგრძნობა საქართველოდან, იმ ქომაგებისგანაც, რომლებმაც გერმანიაში წასვლა ვერ მოახერხეს. დიდი გამარჯვებები მხოლოდ ასეთი ერთიანობით მიიღწევა. ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და ჩვენი ქვეყნით. წარმატებები შემდეგ ეტაპზე", - აღნიშნავს ზაზა ფაჩულია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×