რეზონანსი
11.05.2024

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება" დღეს აგონიაშია და შეიძლება არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს.

„დღევანდელი ხელისუფლება ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს, მათ შორის უიარაღო ახალგაზრდებს, სიფრიფანა გოგონებს და შშმ პირიც კი არ დაინდო. ადამიანებს სახლებში უვარდებიან, ადვოკატებს საქმიანობაში ხელს უშლიან, ასობით მოქალაქეს უკანონოდ ჩხრეკენ, საზოგადოებას აპირისპირებენ.

ეს ბოროტი ბრიყვები, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ დაპირისპირების მართვა არ იციან და ამის გამო არჩევნებამდეც შეიძლება ვერ მიაღწიონ.

ჩვენი ხელისუფლება მოძალადე რეჟიმად გადაიქცა. ვხედავთ, როგორ უსწორდებიან აქციის მონაწილეებს წარმოუდგენელი, მხეცური მეთოდებით... უკვე აღარაფერზე იხევენ უკან. ვფიქრობ, როცა ხელისუფლება მოძალადე ხდება, ის უკვე აგონიაშია, შეცდომას შეცდომაზე უშვებს - ეს შეცდომები მათთვის იქნება საბედისწერო.

უნდა გავაგრძელოთ მშვიდი და მასშტაბური პროტესტი, რათა ვაჩვენოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ჩვენი ერთობა და სურვილი გავხდეთ ევროპის ნაწილი. 9 მაისს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ევროპის დღე იზეიმეს, მე იმედს გამოვთქვამ, რომ სულ მალე ამ დიდ ოჯახში გაწევრიანებას ჩვენც ვიზეიმებთ და ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები გავხდებით.

მანამდე კი, მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, დღეს საღამოს ყველა ერთად დავდგეთ აქციაზე, დაურეკეთ ნაცნობებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და წამოიყვანეთ, მთავარია ვიყოთ ბევრნი და ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეები" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×