რეზონანსი
23.06.2024

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია გუშინდელი საფეხბურთო მატჩის შემდეგ თავის მოსაზრებას ავრცელებს: 

„რომ არ წავაგეთ და პირველი ქულა ავიღეთ კარგია.

– დაცვაში პრობლემებია. მოწინააღმდეგე დიდი ხანი რჩება შეტევაში და სეირნობს საჯარიმოში.

– მამარდაშვილი არაამქვეყნიურია.

– ორ მატჩში ბოლო წუთებზე და წამებზე გოლის შანსების გაცუდება გულისმომკვლელია. ეს ნიშნავს გამოცდილების და სათამაშო კლასის ნაკლებობას.

– ორივე თამაშში გოლის გატანა კარგია.

– დასაწყისი კარგია მაგრამ წინ ძალიან ბევრი სამუშაოა.

– მიქაუტაძე როცა შეცვლილია ბუდუ რატომ არ შემოყავს მწვრთნელს გაუგებარია.

– რეალური შანსები გვქონდა პირველი თამაშის ბოლოს ანგარიშის გათანაბრების და დღეს მოგების და 4 ქულის აღებით ჯგუფიდან გასვლის. აქ ფეხბურთის წესი მოქმედებს – კლასი თავისას შვება.

– ჩვენი მოთამაშეები ბოლომდე იხარჯებიან და იწურებიან, თავს ზემოთ ძალა არაა. მკაფიოდ გამოჩნდა რომ ტექნიკურობის გარდა აუცილებელია ბევრი მოძრაობა და ფიზიკური მომზადება. თანამედროვე ფეხბურთი ათლეტურია და სისტემური, ქართული ტექნიკური ფეხბურთი უნდა მოერგოს ამას წარმატებების მისაღწევად.

– მთავარი მიღწევა ის არის, რომ ნაკრების მიზნის და გულშემატკივარის მოთხოვნების თამასა აიწია და აწი სულ წინ უნდა ვიაროთ.

– ნაკრების მოთამაშეების მამებმა საჯარო საუბარისგან თავი უნდა შეიკავონ (უკვე 2 შემთხვევა), ასეთი რამ არსად არ ხდება. ბავშვები აღარ არიან, ისინი ეროვნული ნაკრების წევრები არიან და ქვეყანას წარმოადგენენ.

P.S. კვარაცხელიამ თამაშის შემდეგ ტელე-კომენტარში პირდაპირ თქვა რომ ის თავის ადგილზე არ თამაშობს“, - დაწერა ირაკლი ჟვანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×